ისწავლე ციფრული უნარები, რომლებიც რეალურად გამოგადგება.

    პრაქტიკული კურსები, რესურსები და ინდივიდუალური კონსულტაციები, რომლებიც დაგეხმარება ახალი უნარების მარტივად ათვისებასა და მათ რეალურ ცხოვრებაში გამოყენებაში.

    ქეთი — katty_online-ის ავტორი
    კურსები და რესურსები

    კურსები და რესურსები

    ისწავლე საკუთარ ტემპში კურსების, გზამკვლევებისა და პრაქტიკული რესურსების გამოყენებით.

    დამწყები

    Canva მარტივად - პრაქტიკული PDF გზამკვლევი დამწყებთათვის

    45 გვერდიანი პრაქტიკული გზამკვლევი, რომელიც დაგეხმარება Canva-ს ძირითადი ინსტრუმენტებისა და შესაძლებლობების მარტივად ათვისებაში. გაეცნობი დიზაინის შექმნას, ტექსტებს, ფოტოებს, ელემენტებს, ფერებს, შრიფტებს, Brand Kit-ს, AI ინსტრუმენტებს, Magic Studio-სა და სხვა სასარგებლო ფუნქციებს, ვიზუალური მაგალითებითა და პრაქტიკული რჩევებით.

    ₾ 59₾ 35.40
    დამწყები

    30 საძიებო სიტყვა Canva-ს ელემენტებისთვის

    პრაქტიკული PDF კრებული, რომელიც Canva-ში სასურველი სტილის ელემენტების მოძებნაში დაგეხმარება. თითოეულ საძიებო ფრაზას ახლავს ვიზუალური მაგალითი და ქართული განმარტება, თემატურ გვერდებს კი - მოკლე რჩევები. გადმოწერე კრებული და გამოიყენე ახალი დიზაინის შექმნისას.

    ₾ 5
    საშუალო

    Canva-ს 50 შორთქათი Mac-ისა და Windows-ისთვის

    Canva-ს 50 პრაქტიკული შორთქათი Mac-ისა და Windows-ისთვის, რომლებიც დაგეხმარება ხშირად გამოყენებული მოქმედებების უფრო სწრაფად შესრულებასა და სამუშაო პროცესის გამარტივებაში. შეინახე გზამკვლევი და გამოიყენე როგორც სწრაფი დამხმარე Canva-ში მუშაობის დროს.

    ₾ 19₾ 0
    კონსულტაცია

    ინდივიდუალური კონსულტაცია

    თუ გაქვს კონკრეტული პრობლემა, იდეა ან მიმართულება, რომელზეც მუშაობ, შეგიძლია აირჩიო შენთვის შესაბამისი კონსულტაცია.

    კონსულტაცია შედგება ორი შეხვედრისგან - პირველ შეხვედრაზე განვიხილავთ შენს მიზნებსა და გამოწვევებს, ხოლო მეორე შეხვედრაზე იღებ შენზე მორგებულ რეკომენდაციებსა და კონკრეტულ შემდეგ ნაბიჯებს.

    აირჩიე კონსულტაციის მიმართულება

    Canva კონსულტაცია

    თუ გინდა შენი დიზაინების გაუმჯობესება, ვიზუალური სტილის დალაგება, Canva-ს უფრო ეფექტურად გამოყენება ან კონკრეტული საკითხის განხილვა ამ მიმართულებით, შენი დახმარება შემიძლია.

    2 ონლაინ შეხვედრა · თითოეული დაახლოებით 45-60 წუთი

    ₾ 149

    სოციალური მედიის კონსულტაცია (Instagram & TikTok)

    მიიღებ შენს Instagram-სა და TikTok-ზე მორგებულ რეკომენდაციებს - რა გააუმჯობესო, რა ტიპის კონტენტი შექმნა, როგორ დაალაგო მიმართულება და რაზე გააკეთო აქცენტი შემდეგ ეტაპზე.

    2 ონლაინ შეხვედრა · თითოეული დაახლოებით 45-60 წუთი

    ₾ 199
    FAQ

    ხშირად დასმული კითხვები

    ქეთი — katty_online-ის ავტორი
    • მაგისტრი საზოგადოებასთან ურთიერთობებში (PR)
    • სერტიფიცირებული დიზაინსა და სოციალურ მედიაში
    • პროექტების მენეჯერი და ტრენერი
    ჩემ შესახებ

    გამარჯობა, მე ქეთი ვარ,

    katty_online-ის ავტორი.

    სოციალურ მედიასთან და ონლაინ კონტენტთან მუშაობა ჩემთვის ახალი არ არის. ამ მიმართულებით გვერდებს ჯერ კიდევ წლების წინ ვქმნიდი, თუმცა 2020 წლიდან უფრო აქტიურად დავიწყე ექსპერიმენტები - ვსწავლობდი სხვადასხვა პლატფორმას, დიზაინს, კონტენტის შექმნას და ვეძებდი გზებს, როგორ შეიძლებოდა იდეის უფრო საინტერესო და ეფექტური ფორმით გადმოცემა.

    ამ პერიოდში გავიარე სხვადასხვა კურსი, აქტიურად ვიყენებდი უფასო სასწავლო რესურსებს და ეტაპობრივად დავაგროვე ცოდნა სოციალური მედიის, გრაფიკული დიზაინის, ბრენდინგისა და კონტენტის შექმნის მიმართულებით. ამ სფეროებში მაქვს შესაბამისი სერტიფიკატებიც, ხოლო აკადემიურად მაგისტრის ხარისხი საზოგადოებასთან ურთიერთობებში (PR) მაქვს მიღებული.

    პროფესიულად მიმუშავია პროექტების მენეჯერად და ტრენერად სხვადასხვა მიმართულებით, ამიტომ სწავლებისას ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ინფორმაცია იყოს არა მხოლოდ საინტერესო, არამედ გასაგები, სტრუქტურირებული და პრაქტიკაში მარტივად გამოსაყენებელი.

    დიზაინი ჩემი ძირითადი პროფესია არ არის, ეს არის დამატებითი საქმიანობა, რომელიც ნამდვილად მსიამოვნებს. სწორედ ამიტომაც მუდმივად ვცდი ახალ ინსტრუმენტებს, ვაკვირდები ტრენდებს და ვსწავლობ იმას, რაც ჩემს მუშაობას უფრო მარტივსა და კრეატიულს ხდის.

    katty_online სწორედ ამ გამოცდილებების გაერთიანებით შეიქმნა - როგორც სივრცე, სადაც მინდა გავაზიარო პრაქტიკული ცოდნა, რესურსები და ინსტრუმენტები, რომლებიც სხვებსაც დაეხმარება ციფრულ სამყაროში უფრო თავდაჯერებულად მუშაობაში.

    ამ პლატფორმაზე ჩემი პირველი კურსები Canva-ს ეხება, თუმცა katty_online მხოლოდ Canva-ზე არ იქნება ორიენტირებული. მომავალში დაემატება სხვა კურსები და რესურსებიც სოციალური მედიის, კონტენტის, დიზაინისა და ციფრული უნარების მიმართულებით.

    ჩემი მიზანია, აქ ნასწავლი ცოდნის გამოყენება რეალურად შეგეძლოს საკუთარ საქმეში, პროექტში, კონტენტში ან ყოველდღიურ მუშაობაში.